თავში

მსოფლიოს ცნობილი მეღვინე საქართველოშია

მსოფლიოს ცნობილი მეღვინე საქართველოშია
მსოფლიოს ცნობილი მეღვინე საქართველოშია

საქართველოში სტუმრად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ძვირადღირებული მეღვინე, კომპანია Liber Pater -ის დამფუძნებელი ლუა პასკე  საქართველოშია. მას  "ასკანელის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე მასპინძლობს. სტუმარმა კახეთსა და გურიაში იმოგზაურა და კომპანია “ასკანელის” ვენახები, ასევე ვაზის ქართული 470 ჯიში საკოლექციო ნარგაობა დაათვალიერა.

გავლენიანი ფრანგი მეღვინე ბიზნესმენ, კომპანია “ასკანელის” დამფუძნებელ გოჩა ჩხაიძესთან ერთად დაინტერესებულია საქართველოში ერთობლივი პროექტის განხორციელებით, რომელიც ქართულ ღვინოს ყველაზე ძვირადღირებული ევროპის ბაზარზე შესვლას და ათვისებას გულისხმობს.

„ვფიქრობ, ქართული მეღვინეობის ისტორიაში საინტერესო პროცესი დაიწყო და ლუა პასკესთან ერთად განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ქართული მეღვინეობის ტრადიციას კიდევ სხვა სეგმენტში აიყვანს. კარგ პოზიციას დავიკავებთ ძვირადღირებულ ღვინის ბაზარზე. ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს”, - განაცხადა ბიზნესმენმა გოჩა ჩხაიძემ.

„ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველში ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა ვაპირებთ კიდევ ჩამოვიდეთ, რათა კარგად შევისწავლოთ ქართული ღვინო, ყურძნის ჯიშები. საქართველო ღვინის ქვეყანაა და მიმაჩნია, რომ აქვს დიდი პოტენციალი ევროპულ ბაზარზე”, - აღნიშნა ფრანგმა მეღვინემ, ლუა პასკემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system