თავში

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში $7 მლრდ დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში $7 მლრდ დაკარგა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში $7 მლრდ დაკარგა

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ Amazon-ის კვარტალური მოგება პირველად შემცირდა. კომპანიის ინფორმაციით, წმინდა მოგება მაღალი ხარჯების გამო, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 28%-ით 2.1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა Wall Street-ზე, სადაც Amazon–ის აქციები თითქმის 9%-ით გაიაფდა. ამის მიუხედავად, კომპანიის გაყიდვები 24%-ით 70 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. წინასწარი გათვლებით, წლის ბოლო კვარტალში, Amazon-ის გაყიდვები 80-86.5 მილიარდ დოლარამდე განისაზღვრება. 

როგორც CNBC იუწყება, Amazon–ის დამფუძნებელმა, მსოფლიოში უმდიდრესმა ჯეფ ბეზოსმა, ერთ დღე–ღამეში რამდენიმე მილიარდი დოლარი დაკარგა. ეს ხუთშაბათ, 24 ოქტომბერს მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მესამე კვარტლის მოგების შესახებ ანგარიში წარადგინა. როგორც ჩანს, შედეგებმა ინვესტორების იმედები გააცრუა, რამაც კოტირებები 6,6%–ით დააგდო. ტელეარხის დაანგარიშებით, ბეზოს ეს ვარდნა თითქმის $7 მლრდ დაუჯდა. თუმცა, აქციების ფასი მალევე გადავიდა ზრდაში და 18,61 პუნქტით მოიმატა $1780,78–მდე. დღეისათვის, Bloomberg Billionaires Index–ის მონაცემების თანახმად, ბეზოსის ქონება $111 მლრდ–დაა შეფასებული.

Amazon–ის დამფუძნებელი პირველ ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, Forbes–ის ვერსიით. 2019 წელს ბეზოსი ცოლს გაშორდა და მას $35 მლრდ გადაუხადა. მიუხედავად ამისა, ის მაინც რჩება უმდიდრეს ადამიანად.

Amazon ბოლო პერიოდში სერიოზულ კონკურენციას უწევს Alibaba-სა და Ebay. ჯეფ ბეზოსის კომპანიას კონკურენციის გაწევა უწევს ასევე ამერიკულ სავაჭრო გიგანტთან, Walmart-თანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system