თავში

მსოფლიოში ნავთობი ძვირდება

მსოფლიოში ნავთობი ძვირდება
მსოფლიოში ნავთობი ძვირდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა გასული 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 1%-ით მოიმატა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ნავთობის ფასის ზრდას ხელი შეუწყო აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებამ, რომლის თანახმად ქვეყნის ხელისუფლება ნავთობის სტრატეგიული მარაგის გასათავისუფლებლად მზად არ არის.

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 1.12%-ით გაიზარდა და ბარელზე 82,87 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.28%-ით არის მომატებული და ბარელზე 79.31აშშ დოლარად ბარდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში WTI-ის ნავთობის ფასმა ბარელზე 77 აშშ დოლარს 2014 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა, ხოლო Brent-მა ბარელზე 81 აშშ დოლარს 2018 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ პირველად მიაღწია.

OPEC +-ის მინისტრთა მონიტორინგის კომიტეტმა ალიანსს ურჩია ნავთობის მოპოვების გაზრდის წინა გეგმა დაიცვას, რომელიც ყოველთვიურად, დღეში 400 ათასი ბარელით წარმოების გაზრდას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system