თავში

მსოფლიოში ნავთობის ფასები გაიზარდა

მსოფლიოში ნავთობის ფასები გაიზარდა
მსოფლიოში ნავთობის ფასები გაიზარდა

მსოფლიო ნავთობზე ფასები, მარაგების შემცირებისა და COVID-19-ის დელტა შტამის გლობალური  გავრცელების გამო, გაიზარდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0,25%-ით გაიზარდა და ბარელზე  75,35 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ტიპის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსული ფასები 0,31%-ით არის შემცირებული, ბარელზე 74,33 აშშ დოლარამდე.

ნავთობის ინვესტორები აგრძელებენ ნედლეულის მომარაგების შესაძლო შემცირების რისკების შეფასებას. ინვესტორების შიში უკავშირდება COVID-19-ის  დელტა შტამის გავრცელებას, რამაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ნავთობზე მოთხოვნასა და გლობალური ეკონომიკის აღდგენაზე.

ამასთან, OPEC +-ის ალიანსმა ივლისის დასაწყისში გამართულ ორ შეხვედრაზე ვერ შეძლო გარიგების შემდგომ პირობებზე შეთანხმება, ვინაიდან არაბთა გაერთიანებული საემიროები მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს და წარმოების კვოტის გაზრდას მოითხოვს. მესამე შეხვედრა გადაიდო და მისი გამართვის თარიღი უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system