თავში

მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება

მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება
მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება

ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება დაეცა. ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის (API) ინფორმაციით, ქვეყანაში ნავთობის  მარაგები მოსალოდნელზე უფრო ნაკლებად შემცირდა.

Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 1,04%-ით შემცირდა და ბარელზე 72,93 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 1,23%-ით დაეცა და ბარელზე 69,86 აშშ დოლარად ბარდება.

API-ს მონაცემებით, აშშ-ში ნავთობის მარაგები 0,815 მილიონი ბარელით შემცირდა, მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები 2,6 მილიონი ბარელით შემცირებას პროგნოზირებდნენ. 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system