თავში

მსოფლიოში ნავთობზე ფასებმა უმნიშვნელოდ იკლო

მსოფლიოში ნავთობზე ფასებმა უმნიშვნელოდ იკლო
მსოფლიოში ნავთობზე ფასებმა უმნიშვნელოდ იკლო

ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასები, ბოლო სავაჭრო კვირაში 3-5%-იანი ზრდის შემდეგ, მაკორექტირებლად შემცირდა.  

7 ივნისის 08:43 საათისათვის, აგვისტოს ფიუჩერსული ფასები Brent-ის ტიპის  ნავთობზე 0,53%-ით შემცირდა და ბარელზე 71,51 აშშ დოლარი შეადგინდა.

WTI-ის ნავთობის ფიუჩერსები ივლისისთვის 0,40%-ით შემცირდა და ბარელზე 69,34 აშშ დოლარს შეადგენს.

ნავთობზე მოთხოვნის კლების გამო, გასული წლის მაისიდან OPEC +- მა მისი მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. ვითარების სტაბილიზაციის შედეგად, არსებული შეზღუდვები შემსუბუქდა. მიმდინარე წლის აპრილში ნებადართული იქნა დღიურად 6,9 მილიონი ბარელის მოპოვება, მაისში - 6,55 მილიონი ბარელის, ივნისში - 6,2 მილიონის, ხოლო ივლისში - 5,76 მილიონის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system