თავში

"მტაცებელი ფრინველი" - ახალი ხომალდი Airbus-ისგან - VIDEO - PHOTO

"მტაცებელი ფრინველი" - ახალი ხომალდი Airbus-ისგან
მტაცებელი ფრინველი - ახალი ხომალდი Airbus-ისგან - VIDEO - PHOTO

ევროპული Airbus წარმოგვიდგენს თვითმფრინავის ახალ მოდელს, რომლის შექმნის ინსპირაცია, არწივი, მიმინო, შევარდენი და სხვა მტაცელი ფრინველები გახდნენ.  ახალი, შთამბეჭდავი საჰაერო ხომალდი სახელად Bird of Prey, გაერთიანებულული სამეფოს, საერთაშორისო ვაჭრობის პალატის მდივანმა ლიამ ფოქსმა წარმოადგინა. საკუთარი ტვიტერის პოსტით, მან სიხარული გამოთქვა, რომ მიეცა საშუალება, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო საჰაერო შოუზე - Royal International Air Tattoo-ს ფარგლებში წარედგინა Airbus-ის ახალი შედევრი.  

 

ეს გასაოგნებელი სიახლე ჯერჯერობით კონცეპტია, თუმცა კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მისი რეალობად ქცევა სავსებით შესაძლებელია. Bird of Prey ჰიბრიდული საჰაერო ხომალდია, რომლის შეხედვისას გიჩნდებათ მოლოდინი, რომ ის ფრთებს მოიქნევს, ან ჰაერში კამარას შეკრავს. კონცეპტის შემქმნელთა თქმით, დიზაინი და საფრენი აპარატის მუშაობის პრინციპი იმეორებს არწივის, ან სხვა მტაცებლების ფრენის სპეციფიკას და მათი ბუმბულის და კუდის მოქმედების ეფექტიც გათვალისწინებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system