თავში

მთაწმინდის პარკში "ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება

მთაწმინდის პარკში "ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება
მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი იმართება

მთაწმინდის პარკში "ახალი ღვინის ფესტივალი 2021" იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით რიგით მე-12 ფესტივალი საოჯახო მარნებისა და მცირე და საშუალო კომპანიების ღვინოებს აერთიანებს. 200-მდე მონაწილეს საკუთარი ღვინო დეგუსტაციაზე გამოაქვს და მომხმარებელს, დეგუსტატორებსა და ღვინის პროფესიონალებს სთავაზობს.

"ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა", - აცხადებენ "ახალი ღვინის ფესტივალის" საორგანიზაციო ჯგუფში.

ფესტივალი 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system