თავში

მთავრობა ბიზნესისგან პასუხისმგებლიან ოპერირებას მოითხოვს

მთავრობა ბიზნესისგან პასუხისმგებლიან ოპერირებას მოითხოვს
მთავრობა ბიზნესისგან პასუხისმგებლიან ოპერირებას მოითხოვს

"პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და  რეგულაციების შემსუბუქებასთან დკავშირებით აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა რესტორნებს შიდა სივრცის გახსნისთვის მომზადებაში დაეხმაროს.

„დღეს შემსუბუქების პირველი დღეა. დღეიდან სასტუმროები გაიხსნა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება ამ მომენტისთვის მომზადება ვერ მოასწრო, მაგრამ უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაიხსნან. რაც შეეხება რესტორნებს, 8 მარტიდან შიდა სივრცეებიც გაიხსნება, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენც, შრომის ინსპექციაც ვმუშაობთ, რომ ეს დარგი გახსნისთვის მოამზადოს. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დღეიდან გაიხსნა, რკინიგზაც ორ დღეში პრაქტიკულად განაახლებს მარშრუტებს, მომზადება დასჭირდება ორდღიანი. მთავარი ისაა, რომ ეს დადებითი მუხტი, დადებითი ტალღა შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს, ამიტომ ისევ და ისევ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system