თავში

მთავრობა დახმარებების ხელმეორედ შეთავაზებაზე იმსჯელებს

მთავრობა დახმარებების ხელმეორედ შეთავაზებაზე იმსჯელებს
მთავრობა დახმარებების ხელმეორედ შეთავაზებაზე იმსჯელებს

"მეორე ტალღის შედეგებს როგორც კი შევაფასებთ, ეს იქნება დაახლოებით წლის ბოლოსთვის, დამატებითი სოციალური დახმარების შეთავაზების საჭიროებაზე ვიმსჯელებთ," - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კორონავირუსის მეორე ტალღის შედეგები გახდება ცნობილი.

„ახლა შევედით მეორე ტალღაში, სადაც ვამბობთ რომ ადაპტაცია და თანაცხოვრება არის მთავარი. ასევე თანაცხოვრება არა მხოლოდ ვირუსთან, არამედ პოლიტიკურ პროცესთანაც. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არჩევნების პროცესი დაემთხვა ამ კოვიდპანდემიას. როგორც კი ამას გადავივლით და როგორც კი პირველადი შედეგები მეორე ტალღის სოციალური ზემოქმედების შედეგები გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ იმ სოციალური შეთავაზების ახალ სტრუქტურასაც გამოვიტანთ სამსჯელოზე“, - განაცხადა პრემიერმა და განაცხადა, რომ კორონავირუსისი პირველი ტალღის დროს საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ ევროპაში მოსახლეობას ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი შესთავაზა.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ამოქმედდება. მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system