თავში

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას ამზადებს

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას ამზადებს
მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას ამზადებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის დაგეგმვა დაავალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, მონახაზები უკვე არსებობს.

„პრემიერის დავალებაა, რომ ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, მონახაზები უკვე არსებობს, რომ გახსნა არ მოხდეს ეტაპობრივად ანუ მაგალითად ორი კვირა ან ერთი თვე გაიხსნება ერთი ბიზნესი, მოხდება დაკვირვება და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით მიიღება გადაწყვეტყილება, რა გაიხსნას მეორე ეტაპზე, მესამეზე და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გაფართოებული ტესტირებების და იმედია, თებერვლიდან ვაქცინაციის თანხლებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system