თავში

მთავრობა ეკონომიკის პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობს

მთავრობა ეკონომიკის პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობს
მთავრობა ეკონომიკის პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობს

"პოსტკრიზისული გეგმა ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და რომელზეც ჩვენთან ერთად, გარდა ადგილობრივი ექსპერტებისა, მუშაობენ კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერები, ასევე დელოიტის ნიუ იორკის ოფისის ანალიტიკოსები. ამ გეგმას დასრულებისთანავე, პირველ სამუშაო ვარიანტს გამოვიტანთ განსახილველად ჩვენს მოქალაქეებთან“, – ამის შესახებ დღეს პრემიერი-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული გეგმა, მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურები ჯერ არც თუ ისე კარგად არის ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და მაქსიმალურად ეფექტიანი.

„ვიცი, რომ აქტიურად მუშაობთ ჩვენს კოლეგებთან როგორც ლონდონისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების, ასევე დელოიტის წარმომადგენლებთან და თითოეულ თქვენგანს მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, ეს მუშაობა გავაგრძელოთ და გავააქტიუროთ. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ერთი თვე იმისთვის, რომ ამ გეგმის პირველი მონახაზი გვქონდეს, შემდგომ კიდევ ერთი თვე, რომ ჩვენს ადგილობრივ ექსპერტებთან ამ გეგმას საბოლოო სახე მივცეთ და უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი გეგმის განხორციელებაზე. როგორც წლევანდელ საბიუჯეტო წელს, ჩვენ გვექნება გარკვეული ნაბიჯები გადასადგმელი, მაგრამ ძირითადი აქცენტი იქნება შემდგომი წლის, 2021 წლის გეგმები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ მთავრობა განსახილველად პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვარიანტს დასრულებისთანავე წარუდგენს მოქალაქეებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system