თავში

მთავრობა მიწის 38 ნაკვეთს ყიდდა, თუმცა მხოლოდ 4 გაიყიდა

მთავრობა მიწის 38 ნაკვეთს ყიდდა, თუმცა მხოლოდ 4 გაიყიდა
მთავრობა მიწის 38 ნაკვეთს ყიდდა, თუმცა მხოლოდ 4 გაიყიდა

მთავრობამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მორიგ აუქციონზე 8 005 800 ლარად შეფასებული 38 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოიტანა. აუქციონი 18 მაისს დასრულდა და გასაყიდად გამოტანილი 38 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიდან მხოლოდ 4 გაიყიდა, აქედან 2 ნაკვეთი მცხეთაში მდებარეობს. 

აუქციონის წესში განმარტებული იყო კანონმდებლობის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ უნდა ყოფილიყო: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.

1. 1 870 000 ლარად გაიყიდა გამოტანილი 38 სასოფლო-სამეურნეო მიწიდან, ყველაზე ძვირად ღირებული ქონება მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 310268 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი

2. 335 000 ლარად გაიყიდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 66839 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

3. 106 000 ლარად გაიყიდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ საბათლოში მდებარე 123907 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

4. 31000 ლარად გაიყიდა მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბედათში მდებარე 28023 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system