თავში

მთავრობა საბიუჯეტო დახმარებებს ელოდება

მთავრობა საბიუჯეტო დახმარებებს ელოდება
მთავრობა საბიუჯეტო დახმარებებს ელოდება

„საბიუჯეტო დახმარებები იქნება და ვფიქრობ, იქნება საკმარისი“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

"პროცესში, როგორც იცით, ჩართულია სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, KfW, AFD. ამ კუთხით, უახლოეს დღეებში პირველი განცხადებას გააკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თავს შევიკავებ კონკრეტული ციფრის დასახელებისგან, ვინაიდან ეს მთავრობის პრეროგატივაა", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და დასძენა, რომ ფინანსური დახმარებებიდან ნაწილი განკუთვნილია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ნაწილი ეროვნული ბანკის რეზერვების შესავსებად, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერად, რაზეც კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტი იმუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system