თავში

მთავრობა საგარეო ვალის შემცირებას გეგმავს

მთავრობა საგარეო ვალის შემცირებას გეგმავს
მთავრობა საგარეო ვალის შემცირებას გეგმავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს ვალის პორტფელის გაჯანსაღებასა და ფისკალურ კონსოლიდაციას.

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის უსაფრთხო დონედ 40% განსაზღვრა. როგორც ფინანსთა სამინისტროს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტშია აღნიშნული, 2025 წლისათვის ვალის მშპ-სთან ფარდობა 48.5%-ს მიაღწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელსვე ხდება ვალის მშპ-სთან ფარდობის 60%-დან 53%-მდე შემცირება. ასევე, 2023 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოსცდება მშპ-ს 3%-ს. შესაბამისად, ვალის მშპ-სთან ფარდობა შეინარჩუნებს შემცირების ტენდენციას და 2025 წლის ბოლოსთვის ის მიაღწევს 48.5%-ს.

"უკვე მომავალი წლიდან საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური პროექტებისთვის. სახელმწიფო საწარმოებზე გადასესხება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გამოხატავს კორპორატიზაციის რეფორმირებისადმი მზაობას. სრულად კორპორატიზებული საწარმოებისათვის მთავრობა შეწყვეტს გადასესხების პრაქტიკას. რაც შეეხება პროგრამულ სესხებს, 2022 წლიდან სესხის აღება მოხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული რეფორმებისათვის.

მთავრობის ვალის პორტფელის ხარჯისა და რისკის ოპტიმიზაციისთვის - დოკუმენტში განსაზღვრულია ლიმიტები, როგორც საგარეო სესხების, ასევე, მთლიანი პორტფელის ტექნიკურ მაჩვენებლებზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system