თავში

მთავრობა სოციალური რისკების გადაზღვევაზე მუშაობს

მთავრობა სოციალური რისკების გადაზღვევაზე მუშაობს
მთავრობა სოციალური რისკების გადაზღვევაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ვარაუდობს, რომ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მეორე ნაწილი მთავრობას მზად რამდენიმე დღეში ექნება და ის სოციალური რისკების გადაზღვევაზეც იქნება ორიენტირებული.

„ეს რამდენიმე დღის საკითხია, ამის პრეროგატივა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზენტაცია ალბათ უახლოეს პერიოდში მოხდება. მაგრამ ეს არის მეორე ნაწილი. პირველი გამოცხადდა, რომელიც ბიზნესსექტორის დახმარებას გულისხმობდა, ერთი მილიარდი ლარის მოცულობის პაკეტი იყო. ეს არის მეორე ნაწილი. ეს იქნება უფრო სოციალური რისკების გადაზღვევა, როგორც ბიზნესის, ისე იმ ადამიანების, ვინც უმუშევარი დარჩა, ან მომავალში დარჩება“, – ამბობს კოვზანაძე და დასძენს, რომ შემდეგი კვარტალი ბიუჯეტისთვის პრობლემური იქნება, თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში გატარებული სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა უზრუნველყოფს, კორონავირუსის ეკონომიკური შოკის გადავლისას, ქვეყნის ეკონომიკამ სწრაფად აღიდგინოს ზრდის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system