თავში

მთავრობა ტურიზმის მხარდამჭერ პაკეტს ამზადებს

მთავრობა ტურიზმის მხარდამჭერ პაკეტს ამზადებს
მთავრობა ტურიზმის მხარდამჭერ პაკეტს ამზადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სექტორის აღდგენის მიმართულებით დავალება აქვს მიღებული.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკვე შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა, რომელიც საზოგადოებას მალე წარედგინება.

„ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის, სტრატეგიული გეგმის შემუშავება. როგორც ვიცი, ეს გეგმა დასრულებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას, ასევე წარვუდგენთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობა მხარდამჭერ პაკეტს ამზადებს ფერმერებისთვისაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system