თავში

მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი ისესხა

მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი ისესხა
მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი ისესხა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების 8 ოქტომბრის აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 111 300 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.020 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.977 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე, 8 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 055 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.080 პროცენტით, მაქსიმალური 8.360პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.189 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system