თავში

მთავრობამ ბანკებისგან 50 მილიონი ლარი ისესხა

მთავრობამ ბანკებისგან 50 მილიონი ლარი ისესხა
მთავრობამ ბანკებისგან 50 მილიონი ლარი ისესხა

2019 წლის 24 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 845 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.235 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც ეროვნული ბანკი საკუთრ ვებგვერდზე განმარტავს, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system