თავში

მთავრობამ ჯამში 38 158 400 ლარის კომპენსაციები გასცა

მთავრობამ ჯამში 38 158 400 ლარის კომპენსაციები გასცა
მთავრობამ ჯამში 38 158 400 ლარის კომპენსაციები გასცა

11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 132 ათასი პირი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან report.ge-ს აცნობეს, რომ დარეგისტრირებულთაგან 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო 66 660 პირმა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 19 998 000 ლარი გადაირიცხა.

რაც შეეხება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულებს, 90 802 ასეთ პირს 200 ლარი უკვე ჩაერიცხა, რაც ჯამში 18 160 400 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/, ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://compensation.moh.gov.ge/.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system