თავში

მთავრობამ კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა

მთავრობამ კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა
მთავრობამ კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კაკლისა და ნუშის შესახებ ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა. რეგლამენტები, რომლებიც ძალაში 2022 წლის პირველი ივნისიდან შევა, ექსპორტისათვის განკუთვნილი გაუტეხავი კაკლის/კაკლის გულის და გაუტეხავი ნუშის/ნუშის გულის და ბლანშირებული ნუშის გულის რეგულირების პრინციპებს განსაზღვრას.

ტექნიკური რეგლამენტები ასევე მოიცავს მოთხოვნებს პროდუქციის უვნებლობის და ხარისხის მიმართ, შესაბამისობის შეფასების პროცედურებს და ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორებისთვის.
რეგლამენტებში ცალ-ცალკე და დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები გაუტეხავი კაკალისა/კაკლის გულის და გაუტეხავის ნუშის/ნუშის გულის/ბლანშირებული ნუშის გულის მიმართ. დამტკიცებული რეგლამენეტების თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია კაკლის/ნუშის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან და ექსპორტთან, ვალდებულია, დაიცვას „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრული მოთხოვნები და დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ რეგალამენტები მომზადდა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system