თავში

მთავრობას 694 მილიონი სესხისა და 44 მილიონი გრანტის მოზიდვის შესაძლებლობა აქვს

მთავრობას 694 მილიონი სესხისა და 44 მილიონი გრანტის მოზიდვის
მთავრობას 694 მილიონი სესხისა და 44 მილიონი გრანტის მოზიდვის შესაძლებლობა აქვს

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საქართველო დაფინანსებას მიიღებს ეტაპობრივად, საიდანაც ნაწილი არის საქართველოს ბიუჯეტის დახმარებისთვის გათვალისწინებული და ნაწილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის - ამბობს საფინასნო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე.

მისი თქმით, 13 ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას აძლევს მოიზიდოს 694 მილიონი ევროს დაფინანსება. დღეს სესიაზე რატიფიცირებისთვის 13-ივე სასესხო ხელშეკრულება განიხილეს.

„ეს 13 ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას აძლევს მოიზიდოს 694 მილიონი ევროს დაფინანსება ჯამში და გრანტი თითქმის, 44 მილიონი ევრო. ეს არის შემადგენელი კომპონენტი იმისა, რაზეც ჩვენ ვმსჯელობდით ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დასძინა, რომ, ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე, საერთო ჯამში საუბარია 1,5 მილიარდ დოლარიან საერთაშორისო საფინანსო დახმარებაზე.

„როგორც გვახსოვს, დახმარებებიდან პირველი ტრანში 200 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო, როგორც საბიუჯეტო დახმარება. ასევე თანხების ნაწილი მიემართება ეროვნული ბანკის რეზერვების გასამყარებლად. საერთაშორისო ფინანსური დახმარებები გაწერილია 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში გარკვეული ვალდებულებების დასაფინანსებლად. მათ შორის, ჩვენი იმ თანამემამულეების დასახმარებლად, რომლებიც ამ პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდნენ“, - განმარტავს კოვზანაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system