თავში

მთავრობას ყველა ტიპის გადასახადის შემცირებისკენ მოუწოდებენ

მთავრობას ყველა ტიპის გადასახადის შემცირებისკენ მოუწოდებენ
მთავრობას ყველა ტიპის გადასახადის შემცირებისკენ მოუწოდებენ

ფიქსირებული გადასახადის შემცირება გადამხდელების დიდ ნაწილს მდგომარეობას შეუმსუბუქებს, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი ვერ მიიღწევა, სანამ მთლიანად საგადასახადო პოლიტიკა არ შეიცვლება - ასეთია აუდიტორ ირაკლი შავიშვილის მოსაზრება, რომელიც თვლის, რომ საქართველოში გადასახადები, მინიმუმ, გასანახევრებელია. მისი შეფასებით, მთავრობას თუკი რეალურად სურს, რომ ბიზნესს covid-19-გამოწვეული პრობლემა შეუმსუბუქოს, პირველ რიგში, სწორედ გადასახადების ლიბერალიზაციისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რაც შეიძლება კორონავირუსამდელ სიტუაციაშიც გაკეთებულიყო და კრიზისის პირობებში კი სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილებაა. 

,,კარგია, რომ ფიქსირებული გადასახადების გადამხდელებს შეღავათი დაუწესდათ. შედარებისთვის, თუკი იხდიდნენ 50 ლარს, ახლა სიმბოლურად 1 ლარის გადახდა მოუწევთ, ბიზნესს ეს საგადასახადო ტვირთს შეუმსუბუქებს, ამ მხრივ დიდი შეღავათია. ცხადია, მთავრობა ამაზე არ უნდა გაჩერდეს და მკვეთრად შეამციროს გადასახადები, რომელიც ბიზნესის განვითარებას აფერხებს. არსებული გადასახადები, მინიმუმ, გასანახევრებელია. ასეთ ხერხს ხელისუფლება ამ პერიოდში, როგორც დროებით ღონისძიებას მიმართავს, რაც სისტემურ ცვლილებას ვერ გამოიწვევს. აშკარაა, ხედავენ, რომ გადასახადები შესამცირებელია, მაგრამ ამას უნდა მისცეს პერმანენტული ხასიათი. არ შეიძლება, გაჭირვებულ ქვეყანაში ასეთი მაღალი გადასახადები მოქმედებდეს. აქცენტი უნდა დაისვას ყველა ტიპის გადასახადზე - დღგ, საშემოსავლო, აქციზის და მოგების გადასახადებზე კი განსაკუთრებით. ბუნებრივია, კრიზისი 2-3 თვეში არ დამთავრება. ხოლო გადასახადი მოქმედებს ყველაფერზე, როგორც ფასებზე, ასევე კრედიტების დონეზე და სხვა. რაც არ უნდა იყოს, ბანკი, თავის მხრივ, გადასახადის გადამხდელია და ეს ხარჯი გათვალისწინებული აქვს საპროცენტო განაკვეთებში, რითაც სესხებს გასცემს. გადასახადების შემცირების გარეშე ვერც სესხის მომსახურება გაიაფდება, ეს წარმოუდგენელია", - აცხადებს ირაკლი შავიშვილი.

აუდიტორის მოსაზრებით, გარდა გადასახადებისა, აუცილებელია, რომ  რეგულაციები შესუსტდეს, ზოგ შემთხვევაში, საერთოდ მოიხსნას, რათა ადამიანებს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდეთ. 

,,ბევრი გაუმართლებელი რეგულაცია, რომელიც ბიზნესს დიდ დაბრკოლებას უქმნის. სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, შედეგამდე ვერ მივალთ. სწრაფი განვითარება თუ გვინდა, აუცილებელია გადასახადების შემცირება და რეგულაციების საერთოდ გაუქმება", - აცხადებს აუდიტორი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ ეკონომიკური საქმიანობა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უმცირდებათ გადასახადის მოცულობა და მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system