თავში

მთავრობის დეპოზიტებზე სახსრები 82.4 მლნ ლარით შემცირდა

მთავრობის დეპოზიტებზე სახსრები 82.4 მლნ ლარით შემცირდა
მთავრობის დეპოზიტებზე სახსრები 82.4 მლნ ლარით შემცირდა

2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 300.1 მლნ ლარით (5.8 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 91.0 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის, სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 15.2 პროცენტს გაუტოლდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის განახლებულ მიმოხილვაში. 

საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 80.0 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა, იანვარში 81.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 1.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. იანვარში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 82.4 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,368.5 მლნ ლარს გაუტოლდა. 

"საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20 მლნ ლარის და დაიფარა იმავე ოდენობის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 660.0 მლნ ლარით და 1,490.0 მლნ ლარი შეადგინა. ერთთვიანი სესხის მოცულობა უცვლელია და 400 მლნ ლარს უტოლდება, ხოლო ერთდღიანმა სესხმა 180.0 მლნ ლარით მოიკლო. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთის ოდენობა შემცირდა 8.4 მლნ ლარით. საანგარიშო პერიოდში, ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 848.9 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 2,303.9 მლნ ლარს გაუტოლდა. ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 300.1 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში - 243.4 მლნ ლარით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 111.9 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან. კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 55.3 მლნ ლარით გაიზარდა," - განმარტებულია იანვრის მიმოხილვაში. 

2021 წლის იანვარში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 191.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით ძირითადად იმოქმედა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებულმა პროგრამულმა სესხმა და კომერციულ ბანკებთან განხორციელებულმა ოპერაციებმა, ხოლო კლების მიმართულებით - სავალუტო ინტერვენციებმა და სავალუტო ხარჯებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system