თავში

მთის განვითარებას ნახევარი მილიარდი მოხმარდა,გასაკეთებელი კიდევ ბევრია

მთის განვითარებას ნახევარი მილიარდი მოხმარდა,გასაკეთებელი კიდევ ბევრია
მთის განვითარებას ნახევარი მილიარდი მოხმარდა,გასაკეთებელი კიდევ ბევრია

"მთის განვითარებას ნახევარი მილიარდი მოვახმარეთ. 400 მლნ ლარი მთის სოციალურ პაკეტზე, 86 მლნ ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაიხარჯა. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია," - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტს განუცხადა.

მისი თქმით,საერთშორისო პარტნიორების ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც უახლოეს მომავალში გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი.

"მნიშვნელოვანია,რომ მთავრობის ზრუნვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებზე მხოლოდ სოციალური შეღავათებით არ შემოიფარგლოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას, რაც ადამიანების კეთილდღეობას აამაღლებს. ამისთვის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში არსებობს კონკრეტული მიზნობრივი პროგრამები, რაც აუცილებლად გაგრძელდება. ასევე, ქალბატონ ნათიასთან ერთად ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის მიმართულებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ფარგლებში, მაჟორიტარებთან ერთად, უწყება მუშაობს დამატებით კრიტერიუმებზე და უკვე შეთანხმებულია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გადაიხედება მიდგომები.

"გამყოფ ხაზთან მცხოვრებთ შეძლებისდაგვარად გაუმარტივებთ იქ ცხოვრებას. იქ მცხოვრებ ადამიანებს სტატუსით სარგებლობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, ასევე 2 ათას მეტრზე ზემოთ დასახლებებში მცხოვრებთა მიმართ გვინდა შევცვალოთ კრიტერიუმები და ამ მიმართულებით კონსულტაციებს ვაგრძელებთ, - განაცხადა ცქიტიშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system