თავში

მთის სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეფიციტია

მთის სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეფიციტია
მთის სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეფიციტია

რაჭის სოფლების ნაწილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება. 

ბოლო წლებში დედაქალაქსა და რეგიონებში მუდმივად საუბრობენ სატრანსპორტო სფეროს განვითარებაზე, მაგრამ არის სოფლები, სადაც ხალხი ადმინისტრაციულ ცენტრს ვერ უკავშირდება და კერძო მანქანის დაქირავება უწევს. 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გორისუბანში მცხოვრები ზაალ მდივნიშვილი report.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ გზა გაკეთდა, მაგრამ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს.

,,წლების განმავლობაში გზის პრობლემა იყო. როგორც იქნა, გზა გაკეთდა, მაგრამ ტრანსპორტის დეფიციტია. ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელად მანქანის დაქირავება გვიწევს. ზაფხულში გადაადგილებისთვის 30 ლარს ვიხდით, ზამთარში 40 ლარზე ნაკლებად არავინ გვემსახურება. ამ დროს თბილისიდან ამბროლაურამდე მგზავრობის ხარჯი 25 ლარია. კარგია, რომ მთავრობა მთის განვითარებაზე ზრუნავს, ეს კანონშიც აისახა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კეთილმოწყობაც უნდა მოხერხდეს. სხვანაირად ხალხს სოფლებში ვერ დაამაგრებენ, ისედაც ძალიან ცოტანი ვართ", - ამბობს გორისუბნელი გლეხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system