თავში

მწეველებს სამკურნალო საშუალებებზე წვდომა გაუმარტივდებათ - Exclusive

მწეველებს სამკურნალო საშუალებებზე წვდომა გაუმარტივდებათ
მწეველებს სამკურნალო საშუალებებზე წვდომა გაუმარტივდებათ - Exclusive

თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად ხელისუფლება აქტიურ ღონისძიებებს იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობა პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად სამკურნალო საშუალებებხე ხელმისაწვდომობის გამარტივებას მიიჩნევს. ფაქტია, რომ თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდამ, დუალური გადასახადის მატებამ და თუთუნის გაძვირებამ მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედა, თუმცა მომხმარებელი დაბალი ხარისხის პროდუქციაზე გადაიყვანა. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მწეველთა რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა, რაც მასშტაბური გაძვირების ფონზე დიდი ვერაფერი შედეგია.

ბოლო თვეებში უამრავი მწეველი თამბაქოზე გადავიდა, ცოტამ თავიც კი დაანება მოწევას, რადგან ფასი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ვინც ვერც თავი დაანება და ვერც თუთუნს მიეჩვია, იაფფასიან სიგარეტზე გადასვლა მოუხდა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ამით მათი ჯანმრთელობა უფრო მეტად დადგა რისკის წინაშე, ვიდრე ეს სიგარეტის გაძვირებამდე იყო.

პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას მიიჩნევს. დეპუტატი report.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება. პარლამენტი კანონპროექტს უახლოეს დღეებში განიხილავს.

,,კანონპროექტის შემუშავების მიზანია თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო და სამედიცინო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველობის ეპიდემიის დაძლევას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ექიმის უფასო კონსულტაციები, რაც ადამიანებს დაეხმარება, თამბაქოსგან საბოლოოდ განთავისუფლდნენ. თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია თითოეულ მოქალაქემდე სწორად მივიდეს", - განაცხადა ზოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system