თავში

მცირე მეწარმეები ღვინის მარკეტინგში ჩართვას ითხოვენ

მცირე მეწარმეები ღვინის მარკეტინგში ჩართვას ითხოვენ
მცირე მეწარმეები ღვინის მარკეტინგში ჩართვას ითხოვენ

მცირე მეწარმეების ინფორმაციით, ღვინის მარკეტინგში ვერ მონაწილეობენ, რის გამოც გლობალურ ბაზრებზე გასვლა უჭირთ. როგორც მეწარმე თამაზ ომანაძე report.ge-თან ამბობს, პრობლემა ამ მხრივ აქვთ პრემიუმ ღვინის მწარმოებლებსაც, ტომლებსაც ბიო-სტანდარტი აქვთ მინიჭებული, თუმცა სერთიფიკატის ფლობის მიუხედავად, ექსპორტზე სერიოზული პრობლემა აქვთ.

,,პრემიუმ კლასის ღვინოებს ვაწარმოებთ, რომელიც დიდი წვალებით გამაქვს დიდ ბრიტანეთში, ისიც ინტერნეტით ვიპოვეთ პარტნიორი. რეალურად ვერ ვახერხებ ახალი ბაზრების მოძიებას და ექსპორტის ზრდას, რადგან კომუნიკაციის დიდი პრობლემაა. ღვინის დეგუსტაციები, ფესტივალები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები აქტიურად ეწყობა, მაგრამ ამ პროცესში რეალურად ვერ ვმონაწილებთ. არ ვითხოვთ, რომ მთავრობამ გასწიოს ხარჯი და გაგვაგზავნონ საზღვარგარეთ, მაგრამ შეიძლება ონლაინ გამართულ პროექტებში მაინც ჩაგვრთონ, რომ ჩვენი წარმოება გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენზე უკეთ ჩვენს სათქმელს ვერავინ იტყვის. ამიტომ ვითხოვთ ონლაინ რეჟიმში მაინც დამაკავშირონ ბაზრის მოთამაშეებთან,  ელემენტარულ დონეზეც არ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება, რასაც მცირე და საშუალო მეწარმე დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს", - ამბობს ომანაძე.

ღვინის მარკეტინგის როლის გაძლიერებ აზე საუბრობს report.ge-თან მეღვინეობის სფეროს სპეციალისტი, მეღვინე გიორგი ბარისაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მიუხედავად, ჯერ კიდევ არის პრობლემა, რაც მარკეტინგის მიმართულებით არსებობს და გამოსწორებას საჭიროებს.

,,ღვინის დეგუსტაციის ელემენტი მისასალმებელია და ქართული ღვინის მარკეტინგში უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. ნატურალური ღვინო არის ადამიანის მთელი წლის გონებრივი და ფიზიკური შრომის ნაყოფი, ამასთან ამგვარი ღვინის დაყენების წესი ერთგვარი ანარეკლია ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი „ღვინის ქართულად დაყენების“ პრინციპისა, რასაც საქართველოში მრავალათასწლიანი ისტორია და გამოცდილება ახლავს. მეტი მუშაობაა გასაწევი, რომ მსოფლიო გაეცნოს ტრადიციულ მეღვინეობას, ქართულ წარმოებას და იმ უნიკალურ მემკვიდრეობას, რასაც ფლობს საქართველო ", - აცხადებს გიორგი ბარისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე სატორუ მორი უძღვებოდნენ. ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საელჩოს დროებითი რწმუნებული თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო. დეგუსტაციაზე ის ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც უკვე იყიდება იაპონიის ბაზარზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system