თავში

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019 წელს 775 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019 წელს 775 ინფრასტრუქტურული პროექტი განხო
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019 წელს 775 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ საზოგადოებას 2019 წელს რეგიონში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა. მან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ოპერატიულად მუშაობისა და პროექტების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

რწმუნებულმა დეტალურად განიხილა რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ისაუბრა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში შესრულებულ სამუშაოებზე.

2019 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით 775 პროექტი განხორციელდა. სამუშაოებზე ჯამურად 257 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართულ უწყებებს, მათ თანამშრომლებს, მედიცინის, განათლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადაეცა.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, შესრულებული სამუშაოების შედეგებიც შეაფასა.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system