თავში

მწვანე პასპორტები“ სწორედაც რომ დროულად შემოვიღეთ - ნათია თურნავა

„მწვანე პასპორტები“ სწორედაც რომ დროულად შემოვიღეთ - ნათია თურნავა
მწვანე პასპორტები“ სწორედაც რომ დროულად შემოვიღეთ - ნათია თურნავა

„ევროკავშირის ქვეყნებშიც კი, წლის მეორე ნახევარში შემოვიდა „მწვანე პასპორტები“ და შემოდგომაზე გამოიკვეთა ის დარგები, რომლებშიც „მწვანე პასპორტია“ სავალდებულოდ წარსადგენი. რაც შეეხება საქართველოს; ჩვენ, სწორედაც რომ, დროულად შემოვიღეთ, როდესაც ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა საკმარისად მაღალი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, „მწვანე პასპორტის“ სისტემის ამოქმედება იმაზე ადრე, ვიდრე ეს მოხდა, ერთი მხრივ, ბიზნესს შეუქმნიდა საფრთხეს და მეორე მხრივ - საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

„ჩვენ რომ დაგვეწესებინა შეზღუდვა, რომ რესტორნებსა და კვების ობიექტებში, მწვანე პასპორტის მქონე პირების გარდა, სხვა ადამიანი ვერ შევიდოდა, ეს ნიშნავდა, რომ უნდა დაგვეხურა ეს კვების ობიექტები, რადგან, რაღაც პერიოდში, საკმაოდ დაბალი იყო იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც, თავისი სტატუსით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნებს პასუხობდა. ჩვენ ვაქცინების აქტიური შემოტანა გაზაფხულზე დავიწყეთ და ამასა საკმაოდ დაჩქარებული ვაქცინაცია მოჰყვა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი ბუნებრივი ტემპი ჰქონდა. ახლა, სწორედ იმ დროს, როდესაც ვაქცინირებულთა რაოდენობა საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ ეს პროცესი ბუნებრივი იყოს, მოთხოვნა ამოქმედდა. ეს არც ამ დარგებს აზარალებს და ადამიანებიც, მაინცდამაინც, დიდ წნეხსა და დისკომფორტს არ გრძნობენ ამის გამო. ამ სტატუსის მქონე პირებში შედიან ვირუსგადატანილი და ტექსტის პასუხის მქონე პირებიც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system