თავში

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

მუნიციპალური განვითარების ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

ფონდი სატრანსპორტო საშუალებებს სულ ექვსი მუნიციპალიტეტისთვის იყიდის. ესენია: ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი.


აქედან, ქუთაისისთვის 60 ავტობუსია გათვალისწინებული.


ავტობუსების შეძენა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ლოტით მგფ 8.5 მეტრიან, მეორე ეტაპზე კი 10 მეტრიან ავტობუსებს შეიძენს.


საქალაქო ტრანსპორტისთვის ავტობუსების შეძენას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს.


ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 80 ახალი ავტობუსის შეძენა ივლისის თვეში დააანონსა.

პირველ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ საავტობუსო პარკს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.

ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების ხელშია, რომლებიც, სპეციალისტების თქმით, მგზავრების ეფექტურ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია. საღამოს საათებში კი ქალაქში გადაადგილება გართულებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system