თავში

მზიურის პარკის საბაგირო აღდგება

მზიურის პარკის საბაგირო აღდგება
მზიურის პარკის საბაგირო აღდგება

თბილისის მერია მზიურის პარკის საბაგიროს აღადგენს. სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.

მზიურის საბაგირო გზის სადგურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის 720 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში წინადადებების მიღება 26 აგვისტოს დასრულდება.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოების მიზანია ყოფილი საბაგირო გზის სადგურმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე და გარდაიქმნას კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებად.

ტენდერის პრეტენდეტმა უნდა შეასრულოს შემდეგი ტიპის სამუშაო: შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები, ფასადის მოწყობის სამუშაოებსი, შიდა სარემონტო სამუშაოები, წყალგაყვანილობის მოწყობის სამუშაოები, გაგრილებისა და გათბობის მოწყობის სამუშაოები და ელ. სამონტაჟო სამუშაოები. აგრეთვე მიმწოდებელმა დამკვეთთან შეთანხმებით უნდა წარმოადგინოს შენობაში გასათავსებელი ტექნიკისა და ფურნიტურის ნუსხა შესაბამისი რაოდენობებითა და სფეციფიკაციებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system