თავში

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობასთან 3 პირობაზე შეთანხმდნენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობასთან 3 პირობაზე შეთანხმდნენ
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობასთან 3 პირობაზე შეთანხმდნენ

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები და მთავრობა სამ საკთხზე შეთანხმდნდენ. ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული სამი პირობა შემდეგია: 1) - ვაწარმოებთ რისკების შესწავლას, თუ გამოვლინდება რისკები, შევეცდებით ისინი აღმოვფხვრათ. 2) - როგორ არის შესაძლებელი რიონის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა - შევთანხმდით ბარიერების მოხსნაზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების გადაადგილების უზრუნველყოფაზე. 3) - ენერგო უსაფრთხოებაზე დოკუმენტის შემუშავება - მთავრობა განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას.

"რიონის ხეობის მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათი პირობები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 

"ორი პირობა გვქონდა, რომ აღებულიყო ბარიკადები და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა. ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას პროტესტის ადგილზე", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

მისივე თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი უნდა შეწყდეს, რომ პროცესმა გადაინაცვლოს დიალოგის მშვიდობიან ფორმატში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system