თავში

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები მოაზროვნე ადამიანების წახალისებისთვის

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები მოაზროვნე ადამიანების წახალისებისთვის
ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები მოაზროვნე ადამიანების წახალისებისთვის

„ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები და გაცილებით მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ,“- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის ნოემბერში მეოთხედ გამოაცხადა და როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამან დადებითი შედეგი უკვე მოიტანა - სტარტაპების მომზადების დონე იზრდება, აშკარად ჩანს პროგრესი.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ინოვაციური პროექტი და არ უნდა დავიშუროთ ის რესურსები, რაც წაახალისებს ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს. საქართველო მცირე ეკონომიკაა, მცირე ბაზარი და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენთან მომზადებული სტარტაპი იყოს საინტერესო გლობალური ბაზრისთვის, მხოლოდ ეს არის ჩვენი მომავალი, რასაც ვუყურებთ და მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა მინისტრმა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში საერთო ჯამში 173-მა აპლიკანტმა შეიტანა განაცხადი. კონკურსის ფინალისტები საფინალო ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს. ტრენინგები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 24-25 თებერვალს კონკურსანტები უკვე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარსდგნენ, მათგან 20 სტარტაპი დღეს გამარჯვებულად დასახელდა, თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ნათია თურნავამ დაჯილდოების ცერემონიაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და სამხრეთ კავკასიაში მის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის, ასევე ამერიკელ სპეციალისტებს სილიკონ ველიდან, რომელთაც პროგრამის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system