თავში

ნათია თურნავა: ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას

ნათია თურნავა: ​ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას
ნათია თურნავა: ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას

ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტია.

ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა. ისედაც ძალიან დაგვიანდა – ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კითხვაზე, რა გეგმა აქვს მთავრობას იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორმა არ შეასრულა პირობა დათქმულ ვადაში, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ამაზე მთავრობა იმსჯელებს.

„დარჩა რამდენიმე დღე, მე არ მსურს, ფორმალობები დავარღვიოთ, მით უმეტეს, სამართლებრივ დავაზე იწყება საუბარი. ვაცალოთ ინვესტორს, ამოიწურება ვადა და ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროექტი აუცილებლად, სწრაფად, ეფექტურად განხორციელდეს. ანაკლიის პორტის პროექტი კონსტიტუციით არის დაცული“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system