თავში

ნათია თურნავა: "ფრონტერას“ ყველა მცდელობა უსუსური და არაფრის მომცემია

ნათია თურნავა: "ფრონტერას“ ყველა მცდელობა უსუსური და არაფრის მომცემია
ნათია თურნავა: ფრონტერას“ ყველა მცდელობა უსუსური და არაფრის მომცემია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, „ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არის უსუსური და არაფრის მომცემი. 

„კომპანიის ასეთი მცდელობებით მორიგი შედეგი დადგება ის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება მათთვის მიწოდებული „ფრონტერასა“ და მათი ლობისტების მხრიდან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და მთავრობას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, „ფრონტერასთან“ მოეშალა კონტრაქტი, რადგან ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და არსებითად დაარღვიეს ხელშეკრულება, თუმცა მინისტრის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა, კომპანია დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, სადაც წარმოებს მოპოვება და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები კონტრაქტით დადგენილ ვადებში. 

"ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

შეგახსენებთ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ და აღსრულებისკენ ხელისუფლება "ფრონტერას" დიდი ხანია მოუწოდებს. დღეს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა მზადაა გასაჯაროვდეს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რასაც სააგენტო მიესალმება და თავის მხრივ გამოთქვამს მზადყოფნას  საქმიან ვითარებაში განიხილონ როგორც გადაწყვეტილების ერთობლივად გასაჯაროების პირობები და ვადები, ასევე, "ფრონტერას" მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების ფარგლებში დაბრუნებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ქონებრივი და სხვა პროცედურული საკითხები, აგრეთვე კომპანიის სარგებლობაში დარჩენილ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და მუშა-მოსამსახურეებისთვის არსებული დავალიანების დაფარვის ვადები.

"ფრონტერასა" და საქართველოს მთავრობას შორის დავისა და ურთიერთბრალდებების დეტალები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system