თავში

ნათია თურნავა: საკარანტინო სივრცეების რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ

ნათია თურნავა: საკარანტინო სივრცეების რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ
ნათია თურნავა: საკარანტინო სივრცეების რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ

"გადავდივართ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმზე, რაც საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო ზონაში მოხვედრას გულისხმობს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ აქამდე კარანტინში ხვდებოდნენ ის მოქალაქეები, ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიოდა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კარანტინს გაივლის ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა.

ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსთან მთავრობის ბრძოლის სტრატეგია ეფუძნება ძლიერ პრევენციას და ამით ვართ წარმატებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება და საკარანტინე ზონების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდება.

დღეს ჩვენ სამი ათას ადამიანამდე გვყავს ერთდროულად მოთავსებული სხვადასხვა სასტუმროში, ვისზეც სახელმწიფო ზრუნავს. თუმცა, ხვალიდან საკარანტინე სივრცეების საჭიროება გაიზრდება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სასტუმროს ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მაგრამ ვინაიდან სასტუმროების საჭიროება რადიკალურად იზრდება, არ გამოვრიცხავთ, რომ საგანგებო ზომებს მივმართოთ", - განაცხადა თურნავამ. 

მან სასტუმროების წარმომადგენლებს სთხოვა გაგებით მოეკიდონ შექმნილ მდგომარეობას, რადგან, დრო არ დაიკარგოს მრავალკვირიან მოლაპარაკებებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system