თავში

ნათია თურნავა: საქართველოს სჭირდება იმდენი პორტი, რამდენსაც ბიზნესი გადაწყვეტს - VIDEO

ნათია თურნავა: საქართველოს სჭირდება იმდენი პორტი,
ნათია თურნავა: საქართველოს სჭირდება იმდენი პორტი, რამდენსაც ბიზნესი გადაწყვეტს - VIDEO

საქართველოს სჭირდება იმდენი პორტი, რამდენსაც ბიზნესი გადაწყვეტს და დღეს ბიზნესი აღმავლობას განიცდის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ,„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელის, ლევან ახვლედიანის, პასუხად განაცხადა

მათ ის ერთი პორტიც ვერ ააშენეს, რაც ევალებოდათ. აქედან გამომდინარე, მათი შეფასება, თუ რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, არ არის დამაჯერებელი. საქართველოს სჭირდება იმდენი პორტი, რამდენსაც გადაწყვეტს ბიზნესი და დღეს ბიზნესი აღმავლობას განიცდის, იზრდება ტვირთების მოცულობა, მათ შორის, კონტეინერული ტვირთების გადამუშავება 40%-ზე მეტი იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი პორტი შეიძლება იყოს საჭირო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გუშინ კი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება. 

თუ მთავრობა „ეიპიემ ტერმინალსზე“ ნებართვას გასცემს, ეს ნიშნავს, რომ ანაკლიის პროექტი პრაქტიკულად დასამარდება“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, თავისი პოზიციის დასაცავად მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში.

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.

ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system