თავში

ნათია თურნავა თვითიზოლაციაშია

ნათია თურნავა თვითიზოლაციაშია
ნათია თურნავა თვითიზოლაციაშია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც Report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. 

ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, თვითიზოლაციაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც, რომლოის დაცვის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system