თავში

ნავთობი ძვირდება

ნავთობი ძვირდება
ნავთობი ძვირდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში კვლავ გაიზარდა.

Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი 0,68%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,72 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 0,94%-ით არის მომატებული და ბარელზე 70,61 აშშ დოლარად ბარდება.

ნავთობის ბაზარზე ფასების დადებითი დინამიკა აღინიშნება, თუმცა ნაკლებად გამოხატული, ვიდრე წინა დღეს. 

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ ეროვნული მარაგებიდან ნავთობის გაყიდვა დაიწყო.

შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

თავის მხრივ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის გათავისუფლება, შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჭარბი რაოდენობა გამოიწვიოს. OPEC-ის რამდენიმე დელეგატმა აღნიშნა, რომ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში ორგანიზაციამ, შესაძლოა, იანვარში ნავთობის მოპოვების დაგეგმილ ზრდაზე უარი თქვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system