თავში

ნავთობი გაიაფებას განაგძობს

ნავთობი გაიაფებას განაგძობს
ნავთობი გაიაფებას განაგძობს

სამშაბათს ვაჭრობაზე ნავთობი ისევ გაიაფდა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ბაზრებზე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ახალ სიგნალებს ელოდებიან, რასაც ნავთობის მსოფლიო მოთხოვნილების პერსპექტივისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც უცხოური ბიზნეს პორტალები იუწყებიან, სამშაბათს, Brent-ის ფიუჩერსული ფასი ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე 0,12 აშშ დოლარით შემცირდა და ბარელზე $58,84 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ნავთობის ფასი ორშაბათის ვაჭრობაზეც $0,46-ით იყო დაცემული პარასკევთან შედარებით და ბარელზე $58,96 ღირდა.


რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, WTI-ის ფასი, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ამ დროისთვის 0,11 დოლარით არის შემცირებული და ბარელი $ 53.2 ღირს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ რომ ”ჩინეთთან შეთანხმება ძალიან წარმატებით მიმდინარეობს”, ორშაბათს მოვაჭრეების განწყობა გააუმჯობესა. აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენელმა რობერტ ლაითჰიზერმა კი, თავის მხრივ განაცხადა, რომ ელოდებიან, როდის მოეწერება ხელს ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების პირველ ფაზას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system