თავში

ნავთობი კვლავ გაძვირდა

ნავთობი კვლავ გაძვირდა
ნავთობი კვლავ გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება გასული სავაჭრო დღის მიმდინარეობისას მცირედით გაიზარდა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს სავაჭრო ბაზრის მონაცემები.

Brent-ის მარტის ფიუჩერსების ფასი 0,08%-ით გაიზარდა და ბარელზე 78,28 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,28%-ით არის მომატებული და ბარელზე 75,78 აშშ დოლარად ბარდება. 

ნავთობის ბაზარი დადებით დინამიკას აჩვენებს, ვინაიდან ინვესტორები მომავალი წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას მოელიან.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system