თავში

ნავთობიდან და გაზიდან შემოსავალი 20 წლის მინიმუმამდე დაეცა

ნავთობიდან და გაზიდან შემოსავალი 20 წლის მინიმუმამდე დაეცა
ნავთობიდან და გაზიდან შემოსავალი 20 წლის მინიმუმამდე დაეცა

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატიხ ბიროლმა და ოპეკის გენერალურმა მდივანმა მოჰამმედ ბარკინდომ ერთობლივად განაცხადეს, რომ ამჟამინდელი საბაზრო პირობების დროს განვითარებადი ქვეყნების შემოსავალი ნავთობისა და გაზიდან მიმდინარე წელს შესაძლოა 50-85%-ით შემცირდეს და მიაღწიოს მინიმუმს 2 ათწლეულის მანძილზე.

"დოქტორ ბიროლმა და გენერალურმა მდივანმა ბარკინდომ შეცვალეს კორონავირუსის გავლენა განვითარებად ქვეყნებზე და აღნიშნეს, რომ თუ მიმდინარე საბაზრო პირობები შენარჩუნდება და ნავთობისა და გაზიდან შემოსავალი 50-85%-ით შემცირდება 2020 წელს, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება ბოლო 20 წლის განმავლობაში", - წერს "როიტერი".

საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირში ფიქრობებ, რომ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა აზრით, ამგვარმა სიტუაციამ შესაძლოა სერიოზული შედეგები გამოიწვიოს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, განსაკუთრებით ჯანდაცვასა და განათლებაში.

სააგენტო Bloomberg ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2020 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება არის ისტორიაში უმსხვილესი დაცემის საფრთხის ქვეშ კორონავირუსისა და მისი გავრცელების აღმოფხვრის ზომების გამო. 

მოგზაურობის აკრძალვა, მუშაობა სახლებიდან, გაუქმებული შვებულებები და მიწოდების ჯაჭვის დარღვევები - ყველაფერი ეს ნიშნავს საწვავზე მოთხოვნილების შემცირებას. იმის გამო, რომ საზოგადოება ახდენს რეაგირებას ვირუსზე, ნავთობზე მოთხოვნილება დაცემას განაგრძობს.

სანავთობო ტრეიდერებმა, ექსპერტებმა დაიწყეს თავიანთი პროგნოზების მკვეთრი ცვლილება.

ბევრ ტრეიდერს შორის იზრდება იმის საშიშროება, რომ ნავთობზე მოთხოვნილება, რომელმაც 2019 წელს საშუალოდ შეადგინა 100 მილიონი ბარელი/დღეში, მიმდინარე წელს დაეცემა რეკორდულ მინიმუმამდე და გადაასწრებს მოთხოვნილების შემცირებას თითქმის 1 მლნ ბარელით/დღეში 2009 წლის დიდი რეცესიის პერიოდს და ასევე გადაასწრებს შემცირებას 2,65 მლნ ბარელით, რომელიც დაფიქსირდა 1980 წელს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკამ განიცადა დაცემა მეორე სანავთობო კრიზისის შემდეგ.

"ჩვენ არასდროს გვინახავს ასეთი გავლენა მოთხოვნილებაზე ისტორიაში, - განაცხადა საად რახიმმა, ნავთობისა და გაზის გიგანტი Trafigura Group-ის მთავარმა ეკონომისტმა. - ყოველ დღე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოხდება ნეგატიური გავლენა მოთხოვნილებაზე".

Goldman Sach-ის პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნილება შემცირდება დაახლოებით 4 მლნ ბარელით/დღეში ყოველ თვე დაწყებული თებერვლიდან აპრილის ჩათვლით.

სხვა ინვესტორები ვარაუდობენ ნავთობზე მოთხოვნილების შედარებით უფრო დიდ დაცემას მოკლევადიან პერსპექტივაში.

"Andurand-ის შეფასებით, მოთხოვნილება შესაძლოა შემცირდეს 10 მლნ ბარელით/დღეში მიმდინარე კვარტალში და მის ფარგლებს გარეთაც".

"ჩვენ ვნახავთ ნავთობზე მოთხოვნილების მკვეთრ შემცირებას. ეს შოკია ნავთობზე მოთხოვნილებისათვის", - განაცხადა მსოფლიოში უმსხვილესი დამოუკიდებელი სანავთობო ტრეიდერის Vitol Group-ის მთავარმა ეკონომისტმა ჯოვანნი სერიომ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system