თავში

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა
ნავთობის ფასი გაიზარდა

სავაჭრო მონაცემებით, მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად იზრდება.

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 1.07%-ით გაიზარდა და ბარელზე 85,77 აშშ დოლარს შეადგენს. ცოტა ხნით ადრე მისი ღირებულება 86 აშშ დოლარს აჭარბებდა, რაც 2018 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.46%-ით არის მომატებული და ბარელზე 83.49 აშშ დოლარად ბარდება. ხოლო დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.42%-ით გაიზარდა და  82.89 აშშ დოლარს შეადგენს.

პარასკევს დილით ნავთობის ბაზარმა „შავ ოქროზე“ მზარდი მოთხოვნის ფონზე დადებითი დინამიკა აჩვენა, რასაც ხელი ბუნებრივ გაზზე ფასების ზრდამ შეუწყო.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, საუდის არაბეთმა უარყო OPEC+- ის მოწოდება დამატებითი მიწოდების შესახებ რამაც ნავთობის ფასების ზრდას ასევე ხელი შეუწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system