თავში

ნავთობის ფასები ორი დღეა მცირდება

ნავთობის ფასები ორი დღეა მცირდება
ნავთობის ფასები ორი დღეა მცირდება

მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის მომატებული რაოდენობის გამო, ნავთობის ღირებულება გასული სავაჭრო დღის განმავლობაში დაეცა.

Brent-ის ტიპის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი 0,39%-ით დაეცა და ბარელზე 79,97 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 0,66%-ით არის შემცირებული და ბარელზე 77,03 აშშ დოლარად ბარდება.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ზედიზედ ორი დღეა მცირდება. 7 ოქტომბრის შემდეგ ბარელის ღირებულება 80 დოლარის ქვემოთ პირველად ჩამოვიდა. 

აშშ-მა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა გაათავისუფლონ ნავთობის სტრატეგიული მარაგები, რათა ზეწოლა მოახდინონ OPEC-ზე და მიაღწიონ ფასების კლებას. ბაიდენის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა მსხვილ მომხმარებლებს - იაპონიას, სამხრეთ კორეას, ინდოეთსა და ჩინეთს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

OPEC +-ის მინისტრებმა, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, ერთხმად გადაწყვიტეს გეგმას მიჰყვნენ და ნავთობის მოპოვება დაგეგმილზე მეტად არ გაზარდონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system