თავში

ნავთობის ფასი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა

ნავთობის ფასი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა
ნავთობის ფასი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა

2020 წლის 6 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 45,27 (- 4,72) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweetტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 41,28 (- 4,62) დოლარი/ბარელზე.

Bloomberg-ის თანახმად, ნავთობის ბაზრის დღევანდელი "ჩამოქცევა" ყველაზე მასშტაბურია 1991 წლიდან, როცა დაიწყო ომი სპარსეთის ყურეში.

მიზეზად კორონავირუსი სახელდება. 

"ვალუტებმა და ობლიგაციებმა "ველური ნაბიჯები" შეინარჩუნეს, ანუ უკონტროლო და არაპროგნოზირებადი გახდნენ, რადგან პანიკაა ფინანსურ ბაზრებზე, ნავთობის ფასები ჩამოიშალა, კაპიტალი ჩავარდა," - წერს გამოცემა.

S&P 500 ინდექსის ფიუჩერსები დაახლოებით 5% –ით დაეცა, რაც კორონავირუსის გამო სავაჭრო ბარიერებმა გამოიწვია. იაპონიის აქციები ჩაიძირა 6% -ით, ხოლო ფიუჩერსული კურსები აშშ-ის FTSE 100 ინდექსში 7% -ზე მეტით შემცირდა. გაცვლითმა კურსებმა, იენის და ავსტრალიის დოლარის ჩათვლით, მოულოდნელი ნაბიჯები დააფიქსირეს.

კორონავირუსის გარდა, Reuters-ის ცნობით, ნავთობის გაუფასურების მიზეზად ექსპერტები ასახელებენ რუსეთსა და ოპეკს შორის ჩაშლილ ხელშეკრულებას.

რუსეთი და ოპეკის წევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, ნედლეულის მოპოვების შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ.

საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც 2020 წლის 1 აპრილს უნდა გაფორმებულიყო. ოპეკის არაწევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო შეზღუდვას ითხოვენ. ნედლეულის მოპოვებაზე შეზღუდვას რუსეთი სამი თვით ითხოვდა, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულება, მხოლოდ ურთიერთობის გაგრძელებაზე გაფორმდა.

გამოცემის ცნობით ნავთობის ფასი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა.

"შავი ოქროს გაიაფებას, გამოეხმაურა BBC-იც.  გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრი ქვეყნები ნავთობის სხვა მწარმოებლებთან მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, აზიურ ბაზრებზე ნავთობის ფასი 31%-ით შემცირდა. 

ნავთობის უმსხვილესმა მწარმოებელმა - საუდის არაბეთმა ოფიციალური ფასების შემცირება დააანონსა, რის შემდეგაც Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი 1 ბარელზე 31 დოლარამდე დაეცა.

Goldman Sachs-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა 20 დოლარამდე დაეცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system