თავში

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა
ნავთობის ფასი გაიზარდა

ამერიკული WTI-ის ნედლი ნავთობის ფასმა 2014 წლის მაქსიმუმს გადააჭარბა და ამ დროისათვის ბარელის ღირებულება 85 აშშ დოლარს აჭარბებს.

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 1.11%-ით გაიზარდა და ბარელზე 85,59 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.52%-ით არის მომატებული და ბარელზე 85.03 აშშ დოლარად ბარდება.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

ნავთობის ფასების ზრდა უმეტესად განპირობებულია იმით, რომ მიწოდება ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system