თავში

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა
ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

"ომიკრონ" შტამთან დაკავშირებული შემცირებული შეშფოთების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები დაახლოებით 1%-ით გაიზარდა.

Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი 1,34%-ით გაიზარდა და ბარელზე 76,15 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 1,28%-ით არის მომატებული და ბარელზე 72,59 აშშ დოლარად ბარდება

ამასთან, ექსპერტები OPEC+-ის მინსიტრების მორიგ შეხვედრას ელოდებიან.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system