თავში

ნავთობის ღირებულება გაიზარდა

ნავთობის ღირებულება გაიზარდა
ნავთობის ღირებულება გაიზარდა

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება გაიზარდა. 

Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი 0,72%-ით გაიზარდა და ბარელზე 74,42 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება 0,97%-ით არის მომატებული და ბარელზე 71,56 აშშ დოლარად ბარდება

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყნის ნავთობის რეზერვები მნიშვნელოვნად შემცირდა. ნავთობის კომერციული მარაგი ქვეყანაში 10 დეკემბერს დასრულებული კვირისთვის 4,6 მილიონი ბარელით შემცირდა, მაშინ როცა  პროგნოზი მხოლოდ 2,1 მილიონი იყო. მარაგები უკვე მესამე კვირაა იკლებს. ქვეყანაში ნავთობის მოპოვება დღეში დაახლოებით 11,7 მილიონი ბარელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system