ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით.
უმთავრესი, რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით, რასაც თავის მხრივ მოჰყვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც მოხდა ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა.მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა წლის ბოლოს ის შედარებით გამყარდა და დასტაბილურდა .ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი არის აღურიცხავი დიზელის საწვავის არსებობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფასთაშორის სხვაობასთან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. კერძოდ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ავზებით ხდება დიზელის საწვავის შემოდინება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად ცდილობენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.ასევე შეიძლება მნიშვნელოვან გამოწვევად ჩაითვალოს საწვავის ხარისხთან დაკავშირებული ვითარება. ეს ეხება როგორც ბენზინს (A-91 ოქტანის), ასევე დიზელის საწვავს. საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლის განხორციელება როგორც იმპორტირებულ, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება.ნავთობპროდუქტების სექტორისათვის მთავარი გამოწვევა მთელი წლის განმავლობაში იყო ნავთობის მზარდი ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე (27 დეკემბრის მონაცემებით) ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 27.51 დოლარით/ბარელზე ანუ 53.8 პროცენტით და შეადგენს 78.60 დოლარს/ბარელზე.საგულისხმოა, რომ ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხდევითაც ხორციელდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი. ყოველივე ამის ფონზე ჩვენთანაც ხდებოდა საწვავის ფასის ზრდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასი არათუ დასტაბილურდა, შემცირებისკენაც (5-10 თეთრით/ლიტრაზე) კი წავიდა.პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გაზრდილია. 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით.პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში გასულ წელს დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, თუმცა მიმდინარე წელს მაჩვენებელი დადებითი მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 85,8 ათასი ტონა, რაც 34,6 ათასი ტონით ანუ 67,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,2 ათასი ტონა) შედარებით და 6,4 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით.თუმცა, COVID-19 პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა სხვა სახის ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე და შესაბამისად, მათ იმპორტზე. კერძოდ:2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 107 ათასი ტონა, რაც 12,6 ათასი ტონით ანუ 10,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (119,6 ათასი ტონა) შედარებით.2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 34,6 ათასი ტონა, რაც 7,3 ათასი ტონით ანუ 17,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (41,9 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტის 92,2% (31,9 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.ასევე უნდა აღინიშნოს მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც მოხდა დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმების მიღების ერთი წლით გადავადება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანული დიზელის საწვავი, რაც ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საწვავზე მაღალი ფასების პირობებში მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება შედარებით დაბალფასიან პროდუქტზე.მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი არაბრენდული კომპანიის მხრიდან ხდება ქსელური კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება თავისი სამარკო ნიშნით (პორტალი, ეკო პეტროლი და სხვ). წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მიერ. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს 1300-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური.- მთავარი
- ეკონომიკა
- ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მოკლე მიმოხილვა
ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მოკლე მიმოხილვა
ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მოკლე მიმოხილვაკატეგორიის სხვა ახალი ამბები
- ლარი კვლავ გამყარდა 14 იანვარი, 2022 / 17:08
- აზერბაიჯანში საშუალო ანაზღაურება 3%-ით გაიზარდა 14 იანვარი, 2022 / 16:00
- Dogecoin 20%-ით გაძვირდა 14 იანვარი, 2022 / 15:15
- ტურიზმის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია - მედეა ჯანიაშვილი 14 იანვარი, 2022 / 15:00
- მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე - ქვრივიშვილი 14 იანვარი, 2022 / 13:24
- გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა - თურნავა 14 იანვარი, 2022 / 13:22
- ჩინეთი სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს გაყიდის 14 იანვარი, 2022 / 12:59
- ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება 10,6%-ით გაიზარდა 14 იანვარი, 2022 / 12:30
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით აღდგა 14 იანვარი, 2022 / 12:15
- საარსებო მინიმუმი შემცირდა - საქსტატი 14 იანვარი, 2022 / 11:55
ბოლო სიახლეები
-
დღეს ბედობაა
-
აღმოჩენილია ეგზომთვარე, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს
-
როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
-
ექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს
-
ქვეწარმავლების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც 310 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა
-
კვება საათობრივად - როგორ "ვიშიმშილოთ" სწორად
-
გეწვევათ თუ არა სიყვარული 2022 წელს? - ქვიზი
-
თბილისის "საახალწო სოფელი" კონცერტით დაიხურა
-
როგორ გამოიყურება მომავლის თვითმფრინავი
-
"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები" - გიორგი გამსახურდია დედას უპირისპირდება
-
"სამტრედიაში გარდაცვლილს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი" - სოციალური სააგენტო
-
შიზოფრენიით სნეულმა სექტამ მიტინგის მოწყობა სცადა - გამსახურდია
-
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა - საგარეო
-
მეცნიერებმა თევზებს ხმელეთზე გადაადგილება ასწავლეს - VIDEO
-
მიუღებელია რუსეთის მცდელობები მოახდინოს ევროპის გადანაწილება - ზალკალიანი
-
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო
-
გაჯეტები 10 წელში გაქრება
-
ვაქცინირებულები ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კარანტინში აღარ გადავლენ
-
აზერბაიჯანში COVID-19-ის 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
-
კოვიდგადატანილები ერთი წლის განმავლობაში რისკის ქვეშ არიან